ფეხბურთი

14:50 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

შერინგემი სამწვრთნელო კარიერას “სტივენეიჯით” იწყებს

Sky Sport-ის ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი და პრემიერლიგის ყველაზე ხანდაზმული მეგოლე ტედი შერინგემი “სტივენეიჯის” მთავარი მწვრთნელი გახდება. კლუბი მას უახლოეს მომავალში წარადგენს.

როგორც ირკვევა, “ვესტ ჰემის” თავდამსხმელთა მწვრთნელს “ჩაქუჩებმა” წასვლის ნებართვა მისცეს და 49 წლის ტედისთვის ინგლისის მეორე ლიგის გუნდის მთავარმწვრთნელობა კარიერაში პირველი იქნება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნით უხელმძღვანელებს შერინგემი “სტივენეიჯს”.

ტედი წლების განმავლობაში “მილუოლის”, “ნოტინგემის”, “ტოტენჰემის”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “პორტსმუთის”, “ვესტ ჰემის” და “კოლჩესტერის” ღირსებას იცავდა. კარიერის განმავლობაში შერინგემს 898 მატჩში 355 გოლი აქვს გატანილი.

0.10692