კალათბურთი

14:35 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერიაში “მეომრები” დაწინაურდნენ (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც “გოლდენ სტეიტი” საშინაო არენაზე “ჰიუსტონ როკეტს” დაუპირისპირდა.

“მეომრებმა” “ჰიუსტონს” 110:106 მოუგეს. პირველი ტიამის ბოლოსკენ “გოლდენ სტეიტმა” მეტოქეს 25:6 გაქცევა მოუწყო. შემდეგ მთელი თამაში ტეხასლები მდევრის როლში იყვნენ, საბოლოოდ ოკლენდელებმა მცირე უპირატესობა შეინარჩუნეს და სერიაში ანგარიში 1:0 გახადეს.

მატჩში ჰიუსტონელთათვის მეტად უსიამოვნო ფაქტი მოხდა. სათამაშო სიტუაციაში ჯოშ სმიტი თავის თანაგუნდელ დუაიტ ჰოვარდს დაეჯახა, რის შედეგადაც დუაიტმა მუხლის ტრავმა მიიღო და კალათბურთელს ფეხზე სახვევიც დაადეს.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 34 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. “ჰიუსტონში ჰარდენი გამორიჩა, რომელსაც სამმა დუბლამდე 1 პასი დააკლდა (28 ქულა, 11 მ. 9 პ.). სერიის მეორე მატჩი 22 მაისს ისევ ოკლენდში გაიმართება.

“გოლდენ სტეიტი” – “ჰიუსტონ როკეტსი” 110:106 (24:31, 34:24, 26:24, 26:27)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (34 ქ. 6 მ. 5 პ.), ლივინგსტონი (18 ქ. 6 მ.), ტომპსონი (15 ქ.), ბარნსი (14 ქ.), გრინი (13 ქ. 12 მ.), ეზელი (6 ქ.), ბარბოსა (4 ქ.), იგუადალა (4 ქ.), ლი (2 ქ.), ბოგუტი (4 მ.)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (28 ქ. 11 მ. 9 პ.), არიზა (20 ქ.), სმიტი (17 ქ. 7 მ. 5 პ. 3 ბ.), ბრიუვერი (9 ქ.), კაპელა (9 ქ.), ტერი (7 ქ.), ჰოვარდი (7 ქ. 13 მ.), ჯონსი (5 ქ.), პრიჯიონი (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=3nHjfaiXvek

სერიაში ანგარიში 1:0

0.115072