“ასტონ ვილას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სკოტ სინკლერმა ბირმინგემულ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 2019 წლის ივლისამდე დარჩება.
ინგლისელი შემტევი ტიმ შერვუდის გუნდში ივნისამდე “მანჩესტერ სიტიდან” განათხოვრებული გახლდათ, ივნისიდან კი “ასტონ ვილას” სრულფასოვანი წევრი გახდება. ტრანსფერის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.
მიმდინარე სეზონში სინკლერმა “ასტონ ვილას” მაისურით პრემიერლიგაში 8 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.