სხვა

13:59 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმი ხუთჭიდში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ტარიელ ხეჩიკაშვილისა და თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტის კლაუს შორმანის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა 17-22 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი ხუთჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ, კლაუს შორმანმა აღნიშნა, რომ მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ ბათუმი ტურნირს ღირსეულად უმასპინძლებს.

ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): “ ბათუმში ძალიან მასშტაბური მნიშვნელოვანი ტურნირი გაიმართება. დარწმუნებული ვარ ეს ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩატარდება. მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მოხდება სპორტის სახეობის პოპულარიცაზია და ვიმედოვნებ, ჩვენთვის რაც მთავარია, სპორტის ამ სახეობაში ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება.

კლაუს შორმანი (თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი): “საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის შესაფასებლად და სპორტის მინისტრთან შესახვედრად ჩამოვედი. ასევე გუშინ ბათუმში ქალაქის და რეგიონის მმართველებს შევხვდი. სამუშაოები დავათვალიერე. შთაბეჭდილეების ქვეშ ვარ. როცა უკან დავბრუნდები, ჩემ კოლეგებს მოვახსნებ, რომ ყველაფერი კარგად მიდის და ბათუმში წარმატებული ჩემპიონატი ჩატარდება. მიხარია, რომ ბათუმი უმასპინძლებს ხუთჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატს. მადლობას ვუხდი მთავრობას, სამინისტროს, მოხალისეებს, ასევე მედიას და მოვუწოდებ, რომ აქტიურად გააშუქოთ სპორტის ეს სახეობა”.

ბათუმი 17-22 სექტემბერს ხუთჭიდის სახეობებში ბიატლსა (ცურვა, სიბრილი) და ტრიატლში (სროლა, ცურვა, სირბილი) მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის ფარგლებში ქალაქს 30 ქვეყნის 400-მდე მონაწილე ეწვევა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გვატემალაში ჩატარდა, ბათუმის შემდეგ, 2016 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ორლანდოში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110714