თამაშგარე

10:19 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩიჩოლინა, ”მილანი” და წარსულის ლანდები

ესპანეთის დიდ ინკვიზიტორს არ უწამებია იმდენი მამაკაცი, რამდენიც თავის ახალგაზრდობაში ცნობილმა იტალიელმა პორნოვარსკვლავმა, ჩიჩოლინამ ტანჯა და აწამა, მაგრამ გავიდა დრო, შეიცვალა რეალობა და დღეს უკვე მოფამფალებული პენსიონერი ჩიჩოლინა ორგზის პარლამენტის წევრისა და იტალიური “მილანის” დიდი ქომაგის იმიჯით, დამსახურებულად თვლემს საკუთარ ვილაზე.

ჩიჩოლინას გაპარლამენტარება “მილანის” მფლობელისა და იტალიის ყოფილი პრემიერის, სილვიო ბერლუსკონის დამსახურებაა, რომელმაც ეს ქალი ლამის ჟანა დარკად გამოაცხადა. ხალხი კი მოსთქვამდა და ქოთქოთებდა – სად გაგონილა პორნოვარსკვლავის ესოდენი გაფეტიშებაო, მაგრამ სილვიო ასეთ რამეებს აბა როდის დაგიდევდათ?

ჩიჩოლინასა და “მილანის” სიყვარული კი სულ სხვა თემაა და სხვა მუსიკალური ფონი სჭირდება ამ ამბის მოყოლას. იტალიური სექსის ეს გადამდგარი “გენერალი” ირწმუნება, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, შრომითა და გარჯით დაგროვილი ქონების ნახევარს მის საყვარელ კლუბს დაუტოვებს. როგორც ჩანს ამ იტალიელებს პორნოვარსკვლავებშიც უმართლებთ!

0.171168