იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში სტარტი აიღო მეოთხედფინალურმა სერიებმა, რომლებშიც გიორგი შერმადინის “კანტუ” და ჯეიკობ პულენის “ენელ ბრინდისიც” ჩაერთვნენ.
კანტუელები “უმანა ვენეციას” ესტუმრნენ და 70:79 დამარცხდნენ. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა.
შერმადინმა 5-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
სტუმრებს 22 ქულით ამერიკელმა დარიუს ჯონსონ-ოდომმა ულიდერა.
სერიის პირველ მატჩში მარცხი შეემთხვა “ენელ ბრინდისისაც”, რომლის რიგებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი ჯეიკობ პულენი ირიცხება.
მისმა კლუბმა “რეჯიო ემილიასთან” გასვლითი თამაშში 76:78 წააგო, არადა, პირველი მეოთხედის შემდეგ, მეტოქეს 30:7 (!) ამარცხებდა.
პულენმა მოედანზე 34 წუთი დაჰყო და 16 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ჯეიკობმა 6-დან 2 ორქულიანი, 10-დან 3 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და მის წინააღმდეგ თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.
ამ სერიებში მომდევნო მატჩები 21 მაისს შედგება და საქართველოს ნაკრების კალათბურთელთა გუნდები ისევ სტუმრად ითამაშებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია თითო გასვლას მაინც მოიგებენ.
შერმადინს რა მაგარი პოტენციალი აქვს და როგორ იყენებს, დღეს საშუალო დონის ცენტრია ევროპაში როცა საუკეთესოობა შეუძლიააა
პულენის გუნდი 20 ქულაზე მეტით იგებდა და როგორ მოახერხეს წაგება....
იმედია გამოასწორებენ სიტუაციას.
წარმატებები