ფეხბურთი

23:21 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მახათაძე ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიამ 1:0 დაამარცხა რუსეთი. რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში გიორგი მახათაძემ სრულად ითამაშა. ფინალში გერმანიის ნაკრები საფრანგეთის გუნდს დაუპირისპირდება.

მახათაძემ, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივის" მოთამაშეა, ჯგუფური ტურნირის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. ასევე მოედანზე იყო მეოთხედფინალში ინგლისთან შეხვედრაში. ის მატჩი რუსეთის ნაკრებმა 1:0 მოიგო. რაც შეეხება ჯგუფურ ტურნირს, რუსეთი პირველ მატჩში საბერძნეთს დაუზავდაა (2:2), შემდეგ მომავალ ფინალისტ საფრანგეთთან დამარცხდა (0:1), დასკვნით მატჩში კი შოტლანდია დაამარცხა (2:0).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108127