ფეხბურთი

23:38 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" და მაჯო ისევ ერთად

იტალიური "ნაპოლი" 33 წლის მცველ კრისტიან მაჯოსთან კონტრაქტს სამი წლით გაახანგრძლივებს. ამის შესახებ "სქაი სპორტი" იუწყება. წყაროს ინფორმაციით, მხარეები უკვე შეთანხმებულები არიან და უახლოეს ხანებში კონტრაქტს ხელსაც მოაწერენ. მაჯო, რომელსაც კლუბთან ამჟამინდელი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება, ნეაპოლში 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება.

კრისტიან მაჯო "ნაპოლის" ღირსებას 2008 წლიდან მოყოლებული იცავს, მანამდე კი გენუის "სამპდორიაში" ირჯებოდა. მიმდინარე სეზონში იტალიელმა ფეხბურთელმა სერია A-ში 27 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

0.112198