ფრანგული "ლიონისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის ალექსანდრ ლაკაზეტის მიმართ ინტერესს ევროპის წამყვანი გუნდები იჩენენ. ფეხბურთელის განცხადებით, მან არ იცის დარჩება თუ არა მომავალ სეზონშიც "სტად ჟერლანზე".
"ჯერ კიდევ არ ვიცი ვითამაშებ თუ არა "ლიონში" მომავალ წელსაც. ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვევა", - თქვა ლაკაზეტმა.
თავის მხრივ, ლიონელთა პრეზიდენტ ჟან-მიშელ ოლას თქმით, ფეხბურთელს იმ შემთხვევაში შეელევა თუ მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროზე მეტს გადაიხდიან.
"ყველაფრის გაღება გვსურს საიმისოდ, რომ ლაკაზეტი ჩვენთან დარჩეს, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, მინდა ვთქვა, რომ მის შესაძენად 50 მილიონი ევრო საკმარისი არ იქნება", - ამბობს ოლა.
23 წლის ფორვარდი წარმატებულ სეზონს ატარებს. მას ლიგა 1-ში 33 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი და გასაკვირი არაა, რომ მისით ევროპული გრანდები ინტერესდებიან.