ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა ვაჟ მოჭადრაკეთა გრანპრის გათამაშების მეოთხე დასკვნითი ეტაპი, რომელსაც ქალაქი ხანტი-მანსიისკი მასპინძლობს.
დიდ ინტერესს იწვევდა ერთპიროვნულ ლიდერ ფაბიანო კარუანას (იტალია) შეხვედრა, რომლის მეტოქეც ასპარეზობის ერთ-ერთი აუტსაიდერი ბაადურ ჯობავა იყო. ქართველმა მოჭადრაკემ ლიდერს არაფერი დაუთმო, მოჭადრაკეები საბოლოოდ ყაიმზე შეთანხმდნენ. მართალია კარუანამ შეხვედრის მოგება ვერ შეძლო, მაგრამ ერთპიროვნული ლიდერობა მაინც შეინარჩუნა. რაც შეეხება ჯობავას, მან აუტსაიდერობას თავი დააღწია და ტომაშევსკისა და გირთან ერთად IX-XI ადგილებს ინაწილებს.
მეექვსე ტურში ჯობავას მეტოქე დმიტრი იაკოვენკო იქნება, რომელიც ქართველს მხოლოდ 0,5 ქულით უსწრებს.
მეხუთე ტურის ტექნიკური შედეგები
ფაბიანო კარუანა (იტალია) – ბაადურ ჯობავა (საქართველო) 0,5-0,5
ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) – პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) 0,5-0,5
ანიშ გირი (ჰოლანდია) – ლენიერ დომინგეს პერესი (კუბა) 0,5-0,5
სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) 1-0
ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) – ბორის გელფანდი (ისრაელი) 0,5-0,5
დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) – მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) 1-0
სატურნირო მდგომარეობა ხუთი ტურის შემდეგ
I კარუანა 3,5 ქულა
II-IV სვიდლერი, დომინგეს პერესი, კარიაკინი 3-3
V-VIII გრიშჩუკი, გელფანდი, ნაკამურა, იაკოვენკო 2,5-2,5
IX-XI ჯობავა, ტომაშევსკი, გირი 2-2
XII ვაშიე-ლაგრავი 1,5
20 მაისი, მეექვსე ტური
გელფანდი – დომინგეს პერესი
სვიდლერი – გირი
ტომაშევსკი – ნაკამურა
ვაშიე-ლაგრავი – კარიაკინი
ჯობავა – იაკოვენკო
გრიშჩუკი – კარუანა