ფეხბურთი

21:50 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" ბენტეკეს ეპატიჟება

ინგლისური "ლივერპული", რომელმაც წლევანდელი სეზონი წარუმატებლად ჩაატარა, მომავალი სეზონისთვის გაძლიერებას ეშურება. "წითლებს" ბირმინგემის "ასტონ ვილას" ბელგიელი თავდამსხმელის კრისტიან ბენტეკეს შეძენა სურთ და მზად არიან "ვილა პარკელებს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 42 მილიონი ევრო გადაუხადონ. ამის შესახებ მეტრო წერს. ამავე წყაროს ცნობით, ბირმინგემულმა კლუბმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

24 წლის ბელგიელმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 28 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135451