ჭადრაკი

21:37 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კონტინენტის ჩემპიონატი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

18 მაისს ჩაქვის სასტუმრო ‘ოაზისში’ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ევროპის ქალ მოჭადრაკეთა რიგით XVI ინდივიდუალური ჩემპიონატი.

ჩემპიონატის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალური სპონსორის ‘სოკარ ენერჯი ჯორჯიას’ გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე.

მონაწილეებს სიტყვით მიესალმნენ ოფიციალური პირები, ხოლო ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ‘საპატიო ბათუმელის’ წოდებით დააჯილდოვა ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი.

http://gcf.org.ge/

0.217656