უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014-2015 წლების სეზონის ფინალისტებმა ტურინის "იუვენტუსმა" და კატალონიის "ბარსელონამ" ფინალში თავიანთი მაისურის ფერები აირჩიეს. ორივე გუნდი ტრადიციული ფერების მაისურებში ითამაშებს - "იუვე" შავ-თეთრ ზოლებში, ხოლო "ბარსა" - ლურჯ-წითელში.
ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს 6 ივნისს, ბერლინის "ოლიმპშტადიონზე" დაუპირისპირდებიან და მიმდინარე სეზონის ევროპის უძლიერესი გუნდის ვინაობას გაარკვევენ.