ფეხბურთი

18:59 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ელერდაისი “ვესტ ჰემს” ემშვიდობება

“ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელი სემ ელერდაისი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. “დიდ სემს” კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, “ჩაქუჩების” ხელმძღვანელობის მხრიდან კი შეთავაზება არ ყოფილა.

“ვესტ ჰემი” სეზონის უკანასკნელ მატჩს 24 მაისს “ნიუკასლ იუნაიტედის” წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. ამ მატჩით ელერდაისის კლუბში მუშაობის ოთხწლიანი პერიოდი დასრულდება.

ელერდაისი მუშაობდა “ბლექპულში,” “ბოლტონში,” “ნიუკასლსა” და “ბლექბერნში.” იგი ექვსჯერ დასახელდა პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად: 2001 წლის აგვისტოში, 2003 წლის ნოემბერში, 2004 წლის იანვარში, 2006 წლის დეკემბერში, 2014 წლის თებერვალსა და ოქტომბერში.

0.151043