ფეხბურთი

18:43 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

 ბალაკი: “კლოპი ინგლისის კლუბში იმუშავებს”

წარსულში ცნობილი გერმანელი ფეხბურთელის მიხაელ ბალაკის აზრით იურგენ კლოპი სამწვრთნელო კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. ბალაკის მტკიცებით, კლოპს აქვს თვისებები, რომელიც წარმატების საწინდარია ინგლისურ ფეხბურთში.

“მას სურს ინგლისში წასვლა. ამის შესახებ ვრცელდება ცნობები. კლოპი გერმანიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის მწვრთნელია, სამწვრთნელო საქმიანობისგან დიდ სიამოვნებას იღებს. იგი კარგად საუბრობს ინგლისურად და სურვილი აქვს გერმანიის ფარგლებს გარეთაც იმუშავოს. ამ ეტაპზე კი ვფიქრობ მისი არჩევანი ინგლისზე შეჩერდება”, - აღნიშნა კლოპმა Sport1.de- თვის მიცემულ ინტერვიუში.

გავრცელებული ინფორმაციით კლოპისადმი ინტერეს “ლივერპული” და მანჩესტერ “სიტი” გამოხატავენ.

კლოპის სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს “მაინცში” დაიწყო. იურგენმა 7 წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა კლუბი და დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი გახდა. 2011 და 2012 წლების გერმანიის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ამავე წლებში კლუბთან ერთად ორჯერ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი, 2013 წელს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, რომელშიც “ბაიერნთან” დამარცხდა (1:2).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116667