ფეხბურთი

17:51 | 19.05.2015 | ნანახია 0 - ჯერ

ფაბრეგასი ანრის რეკორდს ვერ გაიმეორებს

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ტიერი ანრის მიერ 12 წლის წინათ დამყარებულ რეკორდს ვერ გაიმეორებს.

ტიერი ანრიმ, პრემიერლიგის 2002/2003 წლების გათამაშებაში, “არსენალის” მაისურით, 20 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც ამ ტურნირის რეკორდია. ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, ფაბრეგასის ანგარიშზე 18 შედეგიანი პასია. პრემიერლიგის ბოლო ტურში მისი “ჩელსი” “სანდერლენდს” მასპინძლობს და 2 საგოლე გადაცემის გაკეთების შემთხვევაში, ის ლეგენდარული ფრანგის მიღწევას გაიმეორებდა. თუმცა, გუშინ გამართულ შეხვედრაში, ფაბრეგასმა წითელი ბარათი მიიღო და ის “სანდერლენდის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:03 | 12.09.2014
ocneba2 (323)

FIDE рейт +/- 93.2 თან მეხუთე ადგილი

10:34 | 11.09.2014
3 სავანელი (1199)

წატმატებები!

09:37 | 11.09.2014
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

0.063618