ფეხბურთი

16:48 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერლუსკონი ინძაგის წასვლაზე ალაპარაკდა

“მილანის” პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ Corriere della Sera-სთან საუბრისას ფილიპო ინძაგის შესახებ შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა: “რასაც მოვიმოქმედებთ, ვნახავთ. ინძაგის გუნდთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ რამდენიმე შეხედულება კლუბისგან განსხვავებული გააჩნია”.

ბერლუსკონი და “მილანის” გულშემატკივრები ინძაგის მუშაობით კმაყოფილი არ უნდა იყვნენ, მაგრამ ისიც სათქმელია, თუ როგორი ფეხბურთელებით აჩვენებს შედეგს გუნდი. “როსონერის” წარსულისდროინდელი ვარსკვლავური შემადგენლობა აღარ ჰყავს და მიმდინარე სეზონში შედეგიც სახეზეა: 36 მატჩი (11 მოგება, 13 ფრე და 12 წაგება), 46 ქულა, მე-11 ადგილი.

0.113859