სხვა

15:05 | 19.05.2015 | ნანახია 3981 - ჯერ

გაგამარუ: “უბედნიერესი ვარ”
ქართველმა გოლიათმა მონღოლი იოკოძუნა დაამარცხა

თეიმურაზ ჯუღელის პირველი კიმბოში. გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა გოლიათმა ოქროს ვარსკვლავი მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯის დამარცხების წყალობით მიიღო, რაც მის კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევაა.

შეგახსენებთ, რომ გაგამარუ ნაცუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და დღევანდელი ტურის თავზე 6 მარცხის წილ 4 გამარჯვება მოუგროვდა, რაც დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირების შანსს უტოვებს.

ჰარუმაფუჯისთან შერკინება ქართველისთვის ტრიუმფალური აღმოჩნდა. გაგამარუმ პირველივე წამებიდან შეუეტია და დიდი ჩემპიონი ოშიდაშით დოჰიოდან ისე გაიყვანა, მონღოლმა კონტრშეტევაზე გადასვლაც ვერ მოასწრო.

“უბედნიერესი ვარ. ეს ნამდვილად დიდი გამარჯვებაა. თავიდანვე შეტევაში გადასვლა მარტივი მიზეზის გამო გადავწყვიტე. სხვაგვარად, ჰარუმაფუჯისთან წარმატების შანსი არ მექნებოდა”, - განაცხადა ჯუღელმა მინი-ინტერვიუში და უდიდესი სიხარული არც დაუმალავს.

გაგამარუ შემდეგი მეტოქე გაცილებით დაბალი რანგისაა. ტოიოჰიბიკი დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს და უკვე 7 მარცხი გააჩნია, ამდენად, ქართველ სეკიტორს წინსვლის კარგი შანსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე მაისის სუპერტურნირზე კიდევ ერთი ქართველი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ირჯება, რომელსაც 10 დღის თავზე ასევე 4 მოგება გააჩნია. დღეს დილით ის აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა სადანოუმისთან იორიკირით დამარცხდა.

დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინი მომდევნო ბრძოლას აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან გამართავს.

ამ დროისთვის, ნაცუ ბაშოს 2 ლიდერი ჰყავს – იოკოძუნა ჰაკუჰო და ბრაზილიელი მე-11 მაეგაშირა კაისეი. მათ აქტივში 9-9 გამარჯვებაა.

ნაცუ ბაშოს მე-10 დღეს მიმოხილვა

ტოჩინოშინის ორთაბრძოლა 6:27-დან, გაგამარუს – 11:50-დან


კომენტარები (24)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:56 | 20.05.2015
meleksa (1841)

ისე ხომ არ იცით ვინმემ თუ არის კიდევ ვინმე ქართველი სუმოისტი? დაბალ დივიზიონებში სადმე რამე ან ვინმე? დავიჯერო ასე უინტერესოა სუმო?

15:44 | 20.05.2015
kelbo (7279)

ლევან ცაგურიას (კოკაის) უმცროსი ძმა იყო ადრე, მაგრამ ძაან ცუდი ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა დაენებებინა...
მეტი არავისზე არ მსმენია, თუმცა თვითონ კოკაის ახლა დამთავრებული რო აქვს კარიერა, სავარაუდოდ საკმარისი თავისუფალი დრო ექნება იმისთვის რომ ვინმე აქაური შეარჩიოს და გააგზავნოს და როგორც მახსოვს აპირებდა კიდევაც რაღაცას მასეთს

15:45 | 20.05.2015
BEERTRANCE (97819)

ჰო თან ევროპულ ტურნირებზე აქვთ შედეგები და იქნებ ვინმე გამოჩნდეს.

15:08 | 20.05.2015
BEERTRANCE (97819)

ვიღაც კანადელი არის რომელიღაც დაბალ დივიზიონში, და კიდე სხვა ქართველზე არ მსმენია.

14:48 | 20.05.2015
BEERTRANCE (97819)

დღევანდელი მიმოხილვა
0?'>https://m.youtube.com/watch?v=wKCHQUqh0Sk':'>https://m.youtube.com/watch?v=wKCHQUqh0Sk'))

13:56 | 20.05.2015
kelbo (7279)

ხვალ გაგას ტაკარაფუჯისთან აქვს, ტოჩიმ რო მოუგო დღეს... ძლიერი მეტოქეა
ტოჩის რაც შეეხება თავისთვის ნამეტანი უხერხულ მოწინააღმდეგესთან აქვს, ტოიონოშიმასთან...
მოკლედ ხვალ ორივეს გაუჭირდება, იმედია მოიგებენ

14:15 | 20.05.2015
BEERTRANCE (97819)

უნდა მოინდომონ ორმაგად

13:19 | 20.05.2015
BEERTRANCE (97819)

გასახარია რომ 2-ემ მოიგო. იმედია ხვალ გაათანაბრებენ ბალანსს.

12:40 | 20.05.2015
Rati Eqvshaurashvili (14)

ლინკი თუ გაქთ საყურებელი დალინკეთ მაგრად მინდა ყურება ეხლაა ) წინასწარ მადლობა:*

13:18 | 20.05.2015
BEERTRANCE (97819)

ახლა მორჩენილია ბრძოლები და იუთუბზსე მიმოხილვა რო გამოჩნდება დავდებთ

12:17 | 20.05.2015
meleksa (1841)

ურააა, ორივემ იყოჩაღა დღეს

12:15 | 20.05.2015
Buratino (3505)

ვაშააა, ტოჩიმაც მოიგო!!!

12:10 | 20.05.2015
Buratino (3505)

ბრავო, გაგამ მოიგო! ახლა ტოჩის ჯერია

12:01 | 20.05.2015
meleksa (1841)

გაგამ კიდე მოიგო, აბა მიდი ტოჩი, ახლა სჰენც გაგვახარე

11:43 | 20.05.2015
meleksa (1841)

კაისეი და ტაკაიასუ გამოცოცხლებულან

11:21 | 20.05.2015
meleksa (1841)

დღეს საინტერესო ბრძოლებია, განსაკუთრებით გოიედო-ჰარუმა და ტერუნოფუჯი-ჰაკუჰო

10:23 | 20.05.2015
BEERTRANCE (97819)

იმედია დღეს 2-ვე მოიგებს, ერთი წაგების უფლება დარჩათ მარტო.

09:37 | 20.05.2015
skorpio (661)

რა მაგარი კაცია.....ინტერვიუც რო მისცა?გენაცვალე....

07:12 | 20.05.2015
miriani (2665)

ნამდვილად გამიხარდა და ვულოცავ გაგას.
ისე თუ ტოჩიმაც ჰარუმას მოუგო და რაღაც ჰარუმაც ვერ გამოდის რო უნდა ისტე.
აი ჰაკუჰოს თუ დააგორებს რომელიმე ის იქნება მაგადი :-D

10:22 | 20.05.2015
BEERTRANCE (97819)

ჰარუმამ შეცდომა დაუშვა რომ პირდაპირ მიწოლა მოინდომა გაგაზე, მარა რა, ჩვენთვის კაი მერე DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

01:12 | 20.05.2015
adp10 (10711)

სგ გაგამადუუუუუუ

23:22 | 19.05.2015
kelbo (7279)

კაია, ახლა სამივე ქართველ სუმოისტს აქვს კინბოში

22:51 | 19.05.2015
fotoni2 (607)

ახლა ვნახე და ამას ნამდვილად არ მოველოდი, ეს რა უკუსრია გაგას ძალიან გამიხარდა. მართალია ჰარუმასთვის ადრეც მოუგია, მაგრამ არა იოკოძუნას რანგში. ეს პირველი კინბოშია.

0?'>https://www.youtube.com/watch?v=YYz9de47UsQ':'>https://www.youtube.com/watch?v=YYz9de47UsQ'))

21:02 | 19.05.2015
Kala94 (6114)

საღოლ გაგააააა !

20:46 | 19.05.2015
shalvinio (1505)

ყოჩაღ თემო. იმედია ორივე დადებითი ბალანსით დაამთავრებს ბაშოს. წარმატებები ორივეს!!!

18:48 | 19.05.2015
gagaitalia (362)

მაგარი კაცია! საღოლ!

18:16 | 19.05.2015
ალექსანდრე (6188)

საღოლ გაგა! ტოჩიმ კი მაწყენინა.

15:59 | 19.05.2015
BEERTRANCE (97819)

მართლა როგორი გახარებულია გაგა

15:54 | 19.05.2015
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

,,გაგამარუ"

15:41 | 19.05.2015
BEERTRANCE (97819)

ცუპარი სადანოუმის ძლიერი მხარეა და ტოჩიმ შეცდომა დაუშვა რომ აყვა.
გამიხარდა გაგას წარმატება.
იმედია ხვალ 2-ვე მოიგებს.

0.124346