საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალურ მცველი და და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ინტერნეტპორტალ Eindovens Dagblad-ის ვერსიით, ჰოლანდიის ერედივიზიონის განვლილი სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
კაშია “ვიტესის” ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც სიმბოლურში მოხვდა. 27 წლის ფეხბურთელმა განვლილ სეზონში 26 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. შარშან შემოდგომაზე იყო პერიოდი, როდესაც მან ტრავმის გამო სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, მაგრამ მალე დაამტკიცა, რომ არნემელთა უკანა ხაზისთვის შეუცვლელი ფიგურაა.