ფეხბურთი

10:38 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბორნმუთი” სტადიონის გაფართოებას არ გეგმავს

ინგლისის პრემიერლიგის დებიუტანტი 2015/2016 წლების სეზონში “ბორნმუთი”, სტადიონის ტევადობის გაზრდას არ აპირებს.

ამრიგად, გუნდის საშინაო არენა Goldsands Stadium-ი, რომლის ტევადობაც 11700-ია, ახალი სეზონის წინ ცვლილებებს არ განიცდის.

“შევაფასეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სტადიონის ტევადობა არ გაიზრდება. ამ გეგმის განხორციელება ასეთ მცირე დროში ფიზიკურადაც შეუძლებელი იქნებოდა”, - განაცხადა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ნეილ ბლეიკმა.

შეგახსენებთ, რომ “ბორნმუთმა” 2014/2015 წლების სეზონის ჩემპიონშიპში პირველი ადგილი დაიკავა და პირველად მოიპოვა პრემიერლიგაში თამაშის უფლება.

0.118755