ქართველმა ოქსანა კალაშნიკოვამ და რუსმა ევგენია როდინამ გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) პირველი რაუნდი დასძლიეს.
ოქსანამ და ევგენიამ ჩეხი ჩოგბურთელები – ლენკა კუნჩიკოვა და კაროლინა სტუჩლა 7:5, 7:6 (7:3) დაამარცხეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.
კალაშნიკოვამ და როდინამ 60-60 სარეიტინგო ქულა მიიღეს, მომდევნო წრეში კი მე-3 ნომრად განთესილ გერმანელ გრონეფელდს და პოლონელ როსოლსკას გაეჯიბრებიან.