ფეხბურთი

23:15 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კავანის აგენტი და "იუვე" ისაუბრებენ

ტურინის "იუვენტუსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის გაძლიერებას აქედანვე იწყებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ოთხშაბათს, "იუვეს" ხელმძღვანელები პარიზში, პსჟ-ს ურუგვაელი ფორვარდის ედინსონ კავანის აგენტს შეხვდებიან და ფეხბურთელის წლიური გასამრჯელოს შესახებ იმსჯელებენ. ტურინელთა მიზანი ერთ სეზონში თავდამსხმელის ხელფასში 8 მილიონ ევროზე ნაკლების გაღებაა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ მომავალი სეზონიდან "ბებერი ქალბატონის" ღირსებას კიდევ ერთი თავდამსხმელი პაულო დიბალა დაიცავს, თუმცა როგორც ჩანს იტალიელებს კავანის დამატებაც აქვთ განზრახული.

კავანის "პარკ დე პრენსიდან" შესაძლო აბარგების შესახებ ბოლო დროს ხშირად იწერება. ყველაზე მეტად კი მის სახელს სწორედ "იუვენტუსს" უკავშირებენ. მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა ფორვარდმა ლიგა 1-ში 34 ჩატარებულ შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.

0.121365