უეფას გადაწყვეტილებით ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომელშიც კატალონიის “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” შეხვდება, თურქი არბიტრი ჩუნეთ ჩაქირი განსჯის. ევროპის ლიგის გადამწყვეტი მატჩის მთავარი არბიტრი კი ინგლისელი მარტინ ატკინსონი იქნება.
“დნიპრო” – “სევილიას” შეხვედრა 27 მაისს, ვარშავაში გაიმართება, ხოლო “იუვენტუსი” – “ბარსელონას” მატჩი 6 ივნისს, ბერლინში.