ფეხბურთი

21:22 | 18.05.2015 | ნანახია 0 - ჯერ

“ლაციო” - “რომა” ერთი დღით გადაიწევს

იტალიის სერია A-ს XXXVII ტურის ცენტრალური მატჩი, “ლაციო” – “რომა” ორშაბათს, 25 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. აღნიშნული მატჩი თავდაპირველი გადაწყვეტილებით, 24 მაისს, 17:00 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც იტალიის თასის ფინალის ჩატარების თარიღი შეიცვალა, “ლაციომ” “ლეგა კალჩოს” ხელმძღვანელებს რომაული დერბის ერთი დღით გადაწევის თხოვნით მიმართა და სასურველი შედეგიც მიიღო.

“ლაციო” – “რომას” მატჩი, გარდა იმისა, რომ დერბია, სატურნირო ცხრილის თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესია. “მგლები” “არწივებს” ერთადერთი ქულით უსწრებენ. გუნდები ერთმანეთს მეორე ადგილს ეცილებიან. ამ გუნდთა პირველი წრის მატჩი 2:2 დასრულდა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:37 | 29.05.2016
hamilton (1371)

ძალიან მაგარი მწვრთნელია დანტონი.. ამას ლეიკერსის გულსემატკივარი ვამბობ! ;დ აი ძალიან მაგარია )) ნებისმიერ უდონოს (მაგალითAდ მიქსს ;დ) აათამაშებს )) სასწაული გუნდი იქება შეტევაში ჰიუსტონი და 1 სიამოვება იქნება აწი მაგათი ყურება.. ბევრს მარტო ამ კაცის ლეიკერსი ახსოვს (არადა რა სეზონი შემოაბრუნა მაშინ თუნდაც და კობი რო არ დალეწილიყო არავინ იცის ფლეი ოფში რა მოხდებოდა) და მე ამ კაცის ფინიქსი მახსოვს რომელზეც შეყვარებული ვიყავი რასაც ქვია ))

02:55 | 28.05.2016
shakooo7 (2507)

16 მლნ კი არა 16 ლარი არ უნდა მიცე ამ ღლეს

19:12 | 27.05.2016
gio-lakers (47)

ჰოვარდი ამის გამო გაიქცა ლეიკერსიდან ახლა კონტრაქტი ამოეწურა და ეტყობა არ რჩება

12:56 | 27.05.2016
kings never die (12388)

აუუუუუუუუუუუუუუუუუუუ აი ეხლა დაენძრა როკეტსს ელეი ხო ააყვავა და ამათ ხო წარმომიდგენია რას უზამს

0.064254