ფეხბურთი

20:25 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკიზიოს მაისური “იუვენტუსის” მუზეუმში

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის კლაუდიო მარკიზიოს მაისური გუნდის მუზეუმში განათავსეს. მარკიზიო “იუვეს” მე-40 ფეხბურთელი შეიქნა, რომელსაც აღნიშნული პატივი ერგო. “ბებერი ქალბატონის” მუზეუმში იმ მოთამაშეების მაისური ხვდება, რომელთაც შავ-თეთრთა რიგებში 300 და მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული.

29 წლის ფეხბურთელს დღეისათვის “იუვეს” ღირსება 305-ჯერ დაუცავს ამ მაჩვენებლით ალესანდრო ბირინდელის გაუთანაბრდა.

ტურინელთა შემადგენლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი ალესანდრო დელ პიეროა. “იუვენტუსის” ლეგენდარულ კაპიტანს “ბიანკონერის” ღირსება 705 მატჩში აქვს დაცული.

0.112117