ფეხბურთი

20:50 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტამბული შესაძლოა საფრანგეთში დაბრუნდეს

ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველი ბენჟამინ სტამბული შესაძლოა სამშობლოში სათამაშოდ დაბრუნდეს - იუწყება ბრიტანული გამოცემა Sunday People.

24 წლის ფეხბურთელი "უაით ჰართ ლეინზე" გასულ ზაფხულს გადმობარგდა "მონპელიედან", თუმცა "დეზების" ძირითადში ადგილი ვერ დამკვიდრდა, რითაც უკამყოფილოა და სამუშაო ადგილის შეცვლა სურს. ბენჟამინის შეძენა "მარსელს" სურს, რაზეც ფეხბურთელიც თანახმაა.

სტამბულის "ტოტენჰემთან" მოქმედი კონტრაქტი 2019-წლამდე აკავშირებს და 12 თებერვლის მონაცემებით 5 მილიონი ევრო ღირს.

მან მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

0.117366