ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Kicker-მა ბუნდესლიგის 33-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამი ფეხბურთელი "მიუნხენგლადბახიდანაა" წარდგენილი, რომელმაც გასვლაზე "ვერდერი" დაამარცხა (2:0).
ბუნდესლიგის კვირის საუკეთესო გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: ადლერი ("ჰამბურგი");
მცველები: ბროუვერსი ("გლადბახი"), ნოვესკი ("მაინცი"), ნალდო ("ვოლფსბურგი");
ნახევარმცველები: ხაკა ("გლადბახი"), გენტნერი ("შტუტგარტი"), ჩალჰანოღლუ ("ლევერკუზენი"), შტინდლი ("ჰანოვერი"), კალიჯური ("ვოლფსბურგი");
თავდამსხმელები: მეჰმედი ("ფრაიბურგი"), რაფაელი ("გლადბახი").