დასასრულს მიუახლოვდა ვაჟ კალათბურთელთა “ა” ლიგის ჩემპიონატი, რომელშიც 6 გუნდი მონაწილეობს.
ბოლოსწინა, მეცხრე ტურში “სეუ ჰიუნდაისა” და “არენა 76”-ის შეხვედრის შედეგს ორივე გუნდისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან “არენა 76” I-II, ხოლო “სეუ ჰიუნდაი” ოთხეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. “არენა 76”-ის კონკურენტები “წყალტუბო” და “კაქტუსი” არიან, ხოლო “სეუ ჰიუნდაის” ოთხეულში ადგილს თსუ ეცილება.
“არენა 76”-მა 92:79 შეძლო მეტოქის დამარცხება და საუკეთესო ორეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა. ბოლო ტურის წინ “წყალტუბოს” და “არენა 76”-ს 16-16 ქულა აქვთ და I-II ადგილებს ინაწილებენ, მათ 1 ქულით ჩამორჩება “კაქტუსი”. საუკეთესო ორეულში მოხვედრის ყველაზე კარგი შანსი “წყალტუბოს” აქვს, რომელიც “დილას” მასპინძლობს. რაც შეეხება “კაქტუსსა” და “არენა 76”-ს ისინი ერთმანეთს ხვდებიან. ამ წყვილში მოგებული საუკეთესო ორეულში დამკვიდრდება.
რაც შეეხება სეუ ჰიუნდაისა და თსუს ამ გუნდებს 12-12 ქულა აქვთ და IV-V ადგილებს ინაწილებენ. ბოლო, მეათე ტურში ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან დსა ბუნებრივია, რომ მათ შორის გამარჯვებული პირველ ოთხეულში დაიმკვიდრებს ადგილს.
დავუბრუნდეთ სეუ ჰიუნდაი არენა 76-ის შეხვედრას. აუტსაიდერად მიჩნეულმა სეუ ჰიუნდაიმ პირველ ტაიმში ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და დროის ეს მონაკვეთი 4 ქულის სხვაობით 51:47 მოუგო. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა. არენა 76-მა ანგარიში ჯერ გაათანაბრა შემდეგ წინ გასვლაც მოახერხა და 16 ქულით 77:61 დაწინაურდა. ბოლო მეოთხე მეოთხედში სეუ ჰიუნდაიმ მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხა.
ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი სეუ ჰიუნდაის ცენტრალური თავდამსხმელი ირაკლი ალხანაიძე იყო, რომელმაც 33 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. არენა 76-ის მხრიდან ყველაზე შედეგიან უკანახაზელ დავით ლომიძის ანგარიშზე 26 ქულაა. ამ კალათბურთელმა 7 სამ ქულიანი გამოიყენა და ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე “სოხუმის” წევრის გრიგორ შვანგირაძის რეკორდი გაიმეორა. ლომიძის თანაგუნდელებიდან ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ფორვარდი ზურაბ მაჩააძე, რომელმაც 16 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა.
სეუ ჰიუნდაი – არენა 76 79:92 (30:33, 21:14, 10:30, 18:15)
მეათე ტურის შეხვედრათა განრიგი
22 მაისი
წყალტუბი – გორის დილა
23 მაისი. სპორტის სასახლე.
კაქტური – არენა 76
სეუ ჰიუნდაი – თსუ
| გუნდი | თ | მ/წ. | ბურთები | ქულა | |
| 1 | არენა-76 | 9 | 7 / 2 | 749 / 666 | 16 |
| 2 | წყალტუბო | 9 | 7 / 2 | 733 / 637 | 16 |
| 3 | კაკტუსი | 9 | 6 / 3 | 711 / 676 | 15 |
| 4 | თსუ | 9 | 3 / 6 | 698 / 735 | 12 |
| 5 | სეუ-ჰიუნდაი | 9 | 3 / 6 | 699 / 780 | 12 |
| 6 | გორის დილა | 9 | 1 / 8 | 685 / 781 | 10 |







