ფეხბურთი

17:55 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონი" ნანის აყვანას ეცდება

"მანჩესტერ იუნაიტედის" საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველის ლუიშ ნანის დამატებას მერსისაიდული "ევერტონი" ეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Sun ავრცელებს.

მიმდინარე სეზონში ნანი მშობლიურ "სპორტინგში" გახლდათ განათხოვრებული, თუმცა გადაწყვეტილია, რომ ლუიში პორტუგალიურ გრანდს დატოვებს. ის სოციალური ქსელის მეშვეობით უკვე დაემშვიდობა კლუბის გულშემატკივრებს და აღნიშნა, რომ "სპორტინგი" მუდამ მის გულში იქნება.

28 წლის ფეხბურთელს "იუნაიტედთან" მოქმედი კონტრაქტი 2018-წლამდე აკავშირებს, თუმცა მისი მომავალი "ოლდ ტრაფორდზე" ძალიან ბუნდოვანია, რადგან ლუის ვან გაალი პორტუგალიელს არ ენდობა და კლუბმა მემფის დეპაი დაიმატა, რამაც კიდევ უფრო შეარყია ნანის პოზიციები.

"ევერტონს" ლუიშის ერთწლიანი იჯარით აყვანა სურს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლოა "წითელი ეშმაკები" ნახსენებ წინადადებას დათანხმდნენ.

ნანიმ მიმდინარე სეზონში 36 შეხვედრა ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

თეგებილუიშ ნანი
0.118319