შვეიცარიის სუპერლიგის 2014/15 წლების სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, “ბაზელმა” ჩემპიონობა იზეიმა. პაულო სოუზას შეგირდებმა 17 მაისს, შინ, უახლოესი მდევარი “იანგ ბოიზი” მიიღეს, სასურველი შედეგი ფრე 0:0 დააფიქსირეს და მეტოქეს სატურნირო ცხრილში 11 ქულით გაუსწრეს.
“იანგ ბოიზმა” მეორე ადგილი 32-ე ტურშივე გაინაღდა, როდესაც უახლოეს მდევარ “თუნთან” 12-ქულიანი სხვაობა დააფიქსირა.
“ბაზელმა” სუპერლიგა ზედიზედ მეექვსედ მოიგო, ხოლო ბოლო 12 წლის განმავლობაში გუნდი შვეიცარიის ჩემპიონი 9-ჯერ გახდა. ბაზელელებს სუპერლიგა სულ 18-ჯერ აქვთ მოგებული, ხოლო შვეიცარიის თასი – 11-ჯერ.