ფეხბურთი

15:10 | 18.05.2015 | ნანახია NaN - ჯერ

"ბორნმუთს" ლამბერტის შეძენა სურს

პრემიერლიგის დებიუტანტს "ბორნმუთს" მერსესაიდული "ლივერპულის" თავდამსხმელის რიკი ლამბერტის შეძენა სურს. აღნიშნულ ცნობას ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ი ავრცელებს.

33 წლის ფორვარდი "წითლების" ძირითადში ვერ ხვდება, ხოლო უმაღლეს ლიგაში პირველად აღზევებულ კლუბს გამოცდილი კადრის დამატება უნდა. ამიტომაც, გარიგების განხორციელების შანსი ნამდვილად არსებობს.

ლამბერტს "ლივერპულთან" მოქმედი კონტრაქტი 2016-წლამდე აკავშირებს და 4 მილიონი ევრო ღირს.

რიკიმ მიმდინარე სეზონში 35 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 3 გოლი გაიტანა.

0.131318