ფეხბურთი

14:15 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მახარაძემ უზბეკურ “კლასიკოში” გაიმარჯვა

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-9 ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა” შინ ჩემპიონატის ლიდერი ფერღანის “ნაფთჩი” 2:0 დაამარცხა. უზბეკურ “კლასიკოდ” შერაცხულ მატჩში კახა მახარაძემ ტაშკენტელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა. “ფახთაქორი” 19 ქულით 14 გუნდში მესამეა.

“ქიზილქუმმა” სტუმრად “ბუხარა” 2:1 დაამარცხა. მარცხენა მცველმა გიორგი კვესიეშვილმა გამარჯვებულებში მეორე ტაიმი ჩაატარა. “ქიზილქუმი” 13 ქულით მერვეა.

სომხეთის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში ერევნის “ულისი” საკუთარ კედლებში “ალაშკერტს” დაუზავდა – 2:2. ნახევარმცველმა გიორგი ხუბუამ და თავდამსხმელმა ირაკლი გეფერიძემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს. მათ მსგავსად მოედანზე პირველი წუთიდან რუსეთის მოქალაქეები ირაკლი ჭეჟია, ლევან ჯღარკავა და ნიკა ფილიევი იყვნენ. თადარიგში გალაქტიონ ზოიძე იმყოფებოდა. “ულისი” 47 ქულით 8 გუნდში მეორეა.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 45-ე ტურში”, “ფეირენსემ”, სადაც გიორგი მაკარიძე გამოდის, თავის მოედანზე ლისაბონის “ორიენტალს” აჯობა – 1:0. ამჯერად, ქართველი მეკარე სათადარიგო იყო. “ფეირენსე” 75 ქულით მეოთხეა.

0.118514