ფეხბურთი

13:39 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ დი სტეფანოს გადაასწრო

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 37-ე ტურის მატჩში მადრიდის “რეალმა” “ესპანიოლი” სტუმრად 4:1 დაამარცხა. კატალონიელებს სამი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაუტანა, რომელსაც “სამეფო კლუბის” მაისურით ჩატარებულ მატჩებში 310 გოლი დაუგროვდა.

პორტუგალიელმა შემტევმა ამ მაჩვენებლით “რეალის” ყველა დროის საუკეთესო გოლეადორებს შორის ალფრედო დი სტეფანოს (307) გადაასწრო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ახლა მას მხოლოდ რაული უსწრებს, რომელსაც 323 გოლი გაუტანია. კრიშტიანუს რაულის რეკორდის გასაუმჯობესებლად 14 გოლი სჭირდება, რასაც დიდი ალბათობით მოახერხებს.

მიმდინარე სეზონში რონალდუმ პრიმერადივიზიონში 34 მატჩი ჩაატარა, სადაც 45 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110484