ჩოგბურთი

13:25 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სამეული იტალიაში

მიმდინარე კვირაში იტალიაში იმყოფებიან სოფო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია, რომლებიც 25-ათასიან ტურნირში ჩაერთვებიან.

მე-5 განთესვის მქონე შაფათავა პირველ წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ნადია პოდოროსკას (არგენტინა) გაეჯიბრება, ხოლო გორგოძე ძალებს მე-3 რეიტინგის მქონე იტალიელ ჯიოია ბარბიერისთან მოსინჯავს.

წყვილებში გორგოძე და შაფათავა (მე-4 განთესვა) იტალიელებს – ფერანდოს და პაოლინის ეთამაშებიან, ქვაცაბაია და ბულგარელი შინიკოვა კი პარაგვაელი გონსალესის და უკრაინელი კოვალეცის პირისპირ დადგებიან.

გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში 250-ათასიან ტურნირის წყვილთა თანრიგში იასპარეზებს ოქსანა კალაშნიკოვა. ის და რუსი ევგენია როდინა ჩეხებს – კუნჩიკოვას და სტუჩლას ეთამაშებიან.

ისიც ვთქვათ, რომ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის მიერ განახლებულ რეიტინგში ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 240 (243). სოფო შაფათავა – 186 ქულა; 336 (334). ეკატერინე გორგოძე – 107; 370 (403). სოფო ქვაცაბაია – 92; 534 (561). მარიამ ბოლქვაძე – 42; 642 (650). ოქსანა კალაშნიკოვა – 29; 895 (896). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 12; 1115 (1118). თამარ კუტუბიძე – 5; 1149 (1150). თამარ ჭალაგანიძე – 4;

თავადად შეამჩნევდით, რომ ყველაზე დიდი წინსვლა ქვაცაბიამ და ბოლქვაძემ განიცადეს. ეს უკანასკნელი სულაც კარიერის უმაღლეს ნიშნულზე დამკვიდრდა, ქვაცაბაიას კი პირად რეკორდამდე 8 პოზიციაღა აშორებს.

0.124719