ფეხბურთი

13:15 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილმა და ზარანდიამ შესაძლოა “გენკი” დატოვონ

ბელგიის “გენკი” მომავალ სეზონში შესაძლოა ქართველმა ნახევარმცველებმა თორნიკე ოქრიაშვილმა და ლუკა ზარანდიამ დატოვონ.

voetbalnieuws.be-ს ინფორმაციით, მას მერე, რაც “გენკმა” ევროპის ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, სავარაუდოდ ზაფხულში კლუბიდან 8 ფეხბურთელი წავა, რომელთა შორის ქართველებიც არიან.

თუ ოქრიაშვილს სხვა კლუბიდან კარგი წინადადება ექნება, მაშინ, “გენკის” ხელმძღვანელობა მას წასვლაში ხელს არ შეუშლის. რაც შეეხება ზარანდიას, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი შესაძლოა გაანათხოვრონ.

0.115727