18 მაისიდან საქართველო მესამედ (2000 წ. ბათუმი, 2011 წ. თბილისი და 2015წ. ბათუმი - ჩაქვი) უმასპინძლებს ჭადრაკში ევროპის პირად ჩემპიონატს ქალთა შორის.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ბათუმში გაიმართა 2000 წელს პირველი ევროპული პირველობა, ხოლო 1999 წელს ევროპის გუნდური ჩემპიონატი.
კონტინენტის რიგით მე-16 ჩემპიონატი (საპრიზო ფონდით 60 000 ევრო) შვეიცარული სისტემით 11 ტურად ჩატარდება და 31მაისამდე გასტანს. ასპარეზობაში 19 ქვეყნის 99 მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის 87 საერთაშორისო წოდების მქონე.
აქედან 10 ქალი - ვაჟთა შორის უმაღლეს ტიტულის ‘საერთაშორისო დიდოსტატი’-ს მფლობელია.
მონაწილეთა შორის არიან: მსოფლიოს ორი ექსჩემპიონი პირად პირველობაში - ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა და უკრაინელი ანა უშენინა. პირველი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული უკრაინელი ნატალია ჟუკოვა.
2015 წლის გუნდური მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები: ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, მერი არაბიძე და ნინო ბაციაშვილი
ჩემპიონატის რეიტინგ ფავორიტი, მსოფლიო რეიტინგით მე-4 ნანა ძაგნიძე.
ქართველი მოჭადრაკეების მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგები ევროპის ჩემპიონატებზე:
მაია ჩიბურდანიძე - III ადგილი - ბათუმი 2000 წ.
ქეთევან არახამია - III ადგილი - ვარშავა 2001 წ.
სალომე მელია - II ადგილი - ბელგრადი 2013 წ.
III ადგილი - პლოვდივი 2014 წ.