კალათბურთი

11:46 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჰიუსტონი” “გოლდენ სტეიტს” შეხვდება (+VIDEO)

გუშინ გვიან ღამით NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის ბოლო გადამწყვეტი მეშვიდე თამაში გაიმართა, სადაც “ჰიუსტონ როკეტსი” შინ “ლოს ანჯელეს კლიპერსს” დაუპირისპირდა.

მთელი მატჩი ტეხასელები ლიდერობდნენ და საბოლოოდ მატჩიც მათი გამარჯვებით 113:100 დასრულდა. ალბათ ცოტა თუ წარმოიდგინედა, რომ 1:3 შემდეგ სერიას ტეხასალები 4:3 მოიგებდნენ და კონფერენციის ფინალში გავიდოდნენ. “ჰიუსტონში” ტადიციულად ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 31 ქულა, 8 პასი და 7 მოხსნა შესძინა, ჰოვარდმა ორმაგი დუბლი შეასრულა 16 ქულა, 15 მოხსნა. “კლიპერსში” ბლეიკ გრიფინი 27 ქულით და 11 მოხსნით გამოირჩა. ამრიგად დასავლეთ კონფერენციის ფინალში “გოლდენ სტეიტი” – “ჰიუსტონს” დაუპირისპირდება და პირველი შეხვედრა ოკლენდში 20 მაისს გაიმართება. ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში “ატლანტა” – “კლივლენდის” პირველი შეხვედრა 21 მაისს ჯორჯიაში შედგება.

“ჰიუსტონ როკეტსი” – “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 113:100 (28:21, 28:25, 29:22, 28:32)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (31 ქ. 8 პ. 7 მ.), არიზა (22 ქ. 7 მ.), ჰოვარდი (16 ქ. 15 მ.), სმიტი (15 ქ.), ბრიუვერი (11 ქ.), ჯონსი (8 ქ.), ტერი (4 ქ.), პრიჯიონი (4 ქ.), კაპელა (2 ქ.)

“კლიპერსი”: გრიფინი (27 ქ. 11 მ. 6 პ.), პოლი (26 ქ. 10 პ. 5 მ.), კროუფორდი (17 ქ.), ჯორდანი (16 ქ. 17 მ.), რედიკი (10 ქ. 6 მ. 4 ბ.), დევისი (2 ქ.), რივერსი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=Nhs2Ga7FmQI

სერია “ჰიუსტონმა” 4:3 მოიგო

0.115416