ესპანეთის ჩემპიონატის 2014/2015 წლების სეზონის გამარჯვებული “ბარსელონა” გახდა. სიმბოლურია, რომ “ბლაუგრანამ” ჩემპიონობა გასული წლის ტრიუმფატორისგან მადრიდის “ატლეტიკოსგან” გადაიბარა “ვისენტე კალდერონზე”. კატალონიელებმა ლიონელ მესის გოლით იმარჯვეს, რომელმაც საჩემპიონო გოლი 65-ე წუთზე გაიტანა. “ბარსელონამ” არსებობის განმალობაში 23-ე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. რაც შეეხება “ატლეტიკოს”, იმ შემთხვევაში თუ მადრიდელებმა ბოლო ტურში “გრანადასთან” გასვლაზე არ წააგეს, მე-3 ადგილისთვის ვერავინ შეეცილება.
მადრიდის “რეალი” გასვლაზე “ესპანიოლს” ეწვია და უგოლო ტაიმის მერე ოთხი გოლი გაუტანა, ხოლო საპასუხოდ ერთი მიიღო კრისტიან სტუანისგან. მადრიდელეთაგან ერთი გოლი მარსელომ გაიტანა, ხოლო კრიშტიანო რონალდუ ჰეთ-თრიკით გამოირჩა და ბომბარდირთა დავაში ლიონელ მესის 4 გოლით გაუსწრო. პორტუგალიელს ლა ლიგაში 45 გოლი დაუგროვდა.
სენსაცია დაფიქსირდა “მესტალიაზე”, სადაც “ვალენსიამ” ვიგოს “სელტას” ვერ მოუგო და აუტკივარი თავი ძალით აიტკია. “ღამურები” კვლავ მე-4 ადგილზე არიან, თუმცა “სევილიას” ქულითღა უსწრებენ და ბოლო ტურში აუცილებლად მოგება სჭირდებათ, რაც იოლი ნამდვილად არ იქნება, რადგანაც “ვალენსია” ალმერიაში ჩადის სათამაშოდ, რომელსაც ასევე ჰაერივით სჭირდება გამარჯვება – წინააღმდეგ შემთხვევაში ანდალუსიელები ლა ლიგას დატოვებენ.
რაც შეეხება “სევილიას”, “დალაქებმა” ანდალუსიურ დერბიში შინ დაამარცხეს “ალმერია”. პირველი ნახევარი სტუმრებმა ბიფოუმას გოლით მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში ვისენტე იბორამ დუბლის შესრულება მოახერხა – 2:1.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა “დეპორტივომ”, რომელმაც შინ “ლევანტეს” სძლია. მიუხედავად გამარჯვებისა, დიდი შანსია, რომ გალისიური კლუბი მაინც გავარდეს ლა ლიგიდან, რადგანაც ბოლო ტურში “ნოუ კამპზე” “ბარსელონას” ეთამაშება. უნდა ითქვას, რომ “დეპორს” გაუმართლა, რადგანაც “ბლაუგრანა” უკვე ჩემპიონია და შესაძლოა, მეორე შემადგენლობით ითამაშონ.
“ვილიარეალმა” “ელ მადრიგალზე” “მალაგა” მიიღო და მაყურებელმა მეტად საინტერესო და მხიარული ბოლო 10 წუთი იხილა. 82-ე და 87-ე წუთებზე ხერარდ მორენომ დუბლი შეასრულა, ხოლო 90-ე წუთზე დარდერმა იხეირა – 2:1.
ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო “გრანადამ” და ლა ლიგაში დარჩენის საკმაოდ კარგი შანსი გაუჩნდა. ანდალუსიელებმა გასვლაზე “სოსიედადი” გაანადგურეს ბოლო 15 წუთში. გოლები ელ არაბიმ, როჩინამ და იბანესმა გაიტანეს.
“ეიბარმა” ქულა გამოსტყუა “ხეტაფეს” მადრიდიდან, “რაიო ვალეკანომ” სტუმრად მაჩანჩალა “კორდობას” მოუგო, ხოლო “ბილბაომ” ორბურთიანი სხვაობა ბოლო 10 წუთში ამოუქაჩა “ელჩეს” და თუ ბოლო ტურში მოიგებს, შემდეგ სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს.
ატლეტიკო – ბარსელონა 0:1 (0:0)
მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”
ატლეტიკო (4-2-3-1): ობლაკი, გოდინი, ხ.ხიმენესი, ხუანფრანი, სიკეირა, მ.სუარესი (რ.გარსია 68), გაბი, გრიზმანი, კოკე, თურანი (მანძუკიჩი 72), ფ.ტორესი (საული 80).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მასკერანო, პიკე, ალბა (მატიე 80), ალვეში, რაკიტიჩი (რაფინია 87), ბუსკეტსი, ინიესტა (ხავი 82), პედრო, ნეიმარი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლი: მესი 65.
გაფრთხილებები: გოდინი, კოკე, გაბი, ხ.ხიმენესი, სიკეირა – პედრო, ნეიმარი, მესი
მსაჯი: უნდიანო მალენკო
კორდობა – რაიო ვალეკანო 1:2 (0:1)
კორდობა, “ნუევო არკანხელი”
კორდობა (4-2-3-1): საიზარი, ლუსო, ბარერა, გუნინო, ედიმარი, კრინი (სერანო 40), აბელი (ფ.როსი 72), ვიკო (ჰელდონი 80), ბ.გარსია, ფიდელი, ანდონე.
მწვრთნელი: ხოსე ანტონიო რომერო
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო, ამაია, ზე კასტრო, ე.ინსუა, ქუინი, ბაენა (ხოზაბედი 48), ტრაშორასი, ლიკა (ემბარბა 74), ბუენო, აკინო, მიკუ (ბაპტიშტაო 63).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გოლები: 0:1 ბაენა (21), 1:1 ლუსო (56), 1:2 ემბარბა (78).
მსაჯი: მატეუ ლაოსი
დეპორტივო – ლევანტე 2:0 (1:0)
ლა კორუნია, “რიასორი”
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, სიდნეი, ლოპო, პაბლო (ხ.დომინგესი 10), ლაურე, ბერგენტინოსი, ბორგესი, ლ.პერესი (ტოჩე 89), ლუისინიო, სალომაო, რიერა (ხუანფრანი 66).
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი
ლევანტე (5-3-2): მარინიო, რამისი (კამარასა 65), ვინტრა, ხუანფრანი, ტონიო, ი.ლოპესი (რ.მარტინსი 73), სისოკო (ელ ჟარი 46), სიმაო, ხოსე მარი, მორალესი, კასადედუსი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
გოლები: 1:0 ლოპო (21), 2:0 ხუანფრანი (80).
გაფრთხილებები: რიერა, ლუისინიო, ლოპო – სისოკო, კასადედუსი
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
ელჩე – ბილბაო 2:3 (2:0)
ელჩე, “მარტინეს ვალერო”
ელჩე (4-2-3-1): ტიტონი, პელეგრინი, როკო, დ.სუარესი, სისმა, მოსკერა, ა.გონსალესი, ვ.როდრიგესი (გ.როდრიგესი 84), ფაჟრი (პასალიჩი 88), ა.ნიგუეზი (კორო 72), ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი, ლაპორტე, სან ხოსე, ბალენსიაგა, დე მარკოსი, ბენიატი, იტურასპე (გურპეგი 56), მ.რიკო (სუსაეტა 82), ვიგუერა (აკეჩე 67), უილიამსი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლები: 1:0;2:0 ჯონათასი (32;45), 2:1 აკეჩე (80), 2:2 სან ხოსე (87), 2:3 უილიამსი (92).
გაფრთხილებები: ჯონათასი, სისმა – ადურისი, უილიამსი
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
ხეტაფე – ეიბარი 1:1 (1:1)
მადრიდი, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ველაზკესი (ვიგარაი 16), ნალდო, ესკუდერო, ალექსისი, ხ.როდრიგესი, ლასენი, დ.კასტრო (ფელიპი 92), ჰინესტროზა, ლეონი, დიავარა (ი.ლოპესი 66).
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, ნავასი (ანიბარო 77), კასტელიანო, ვილა, ბოვედა, ბორხა (დ.ბოატენგი 90), ერასტი, კაპა, ლარა, არუაბარენა, დელ მორალი (ბერხონი 45+1).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო
გოლები: 1:0 ჰინესტროზა (33), 1:1 ბორხა (36).
გაფრთხილებები: ბორხა, ვილა
მსაჯი: კლოს გომესი
სოსიედადი – გრანადა 0:3 (0:0)
სან-სებასტიანი, “ანოეტა”
სოსიედადი (4-4-2): ზუბიკარაი, ი.მარტინესი (ე.გონსალესი 82), მ.გონსალესი, დე ლა ბელა, კ.მარტინესი, ბერგარა, პრიეტო, ველა, ჩ.კასტრო, კანალესი, ფინბოგასონი (აგირეჩე 65).
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
გრანადა (4-2-3-1): რ.ფერნანდესი, მაინცი, ბაბინი, ნიომი, ხ.კარლოსი, მარკესი (რ.პერესი 87), იტურა, პიტი (ფ.რიკო 73), ბანგურა (იბანესი 64), როჩინა, ელ არაბი.
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი
გოლები: 0:1 ელ არაბი (74), 0:2 იბანესი (79), 0:3 როჩინა (88).
გაფრთხილებები: პრიეტო – ბანგურა, მარკესი
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი
ესპანიოლი – რეალი 1:4 (0:0)
ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”
ესპანიოლი (3-4-1-2): კასილია, კოლოტო (მონტანესი 84), ალვარო, ჰ.მორენო, ხ.ლოპესი, ვ.სანჩესი, ვ.ალვარესი, არბილია, აბრაჰამი (მატიონი 84), კაისედო (სტუანი 64), ს.გარსია.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი
რეალი (4-3-3): ნავასი, ვარანე, პეპე, კარვახალი (ნაჩო 81), მარსელო, კროოსი, ისკო (ილარამენდი 73), ხამესი, ბეილი, რონალდუ, ბენზემა (ერნანდესი 63).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლები: 0:1;1:3;1:4 რონალდუ (59;83;91), 1:1 სტუანი (73), 1:2 მარსელო (79).
გაფრთხილებები: კაისედო, ვ.სანჩესი – პეპე, კარვახალი, მარსელო, ნავასი
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა
სევილია – ალმერია 2:1 (0:1)
სევილია, “სანჩეს პისხუანი”
სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, არიბასი (ასპასი 58), კოლოძიეჩაკი, ფ.ნავარო (ტრემულინასი 57), ფიგეირაში, მ’ბია, ბანეგა, დ.სუარესი, იბორა, რეიესი (ვიტოლო 76), გამეირო.
მწვრთნელი: უნაი ემერი
ალმერია (4-2-3-1): რუბენი, ხ.ნავარი (ტრახილიო 17), მ.დოს სანტოსი, მიჩელი, დუბარბიერი, კოროზა (აზეზი 64), ტეიე, ვ.სილვა (ჰემედი 74), ესპინოსა, ზონგო, ბიფოუმა.
მწვრთნელი: სერხი ბერხუანი
გოლები: 0:1 ბიფოუმა (30), 1:1;2:1 იბორა (65;71).
გაფრთხილებები: კორონა, რუბენი, ტეიე, დუბარბიერი
გაძევება: ტრახილიო 75.
მსაჯი: ვიკანდი გარიდო
ვილიარეალი – მალაგა 2:1 (0:0)
ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”
ვილიარეალი (4-4-2): ხ.კარლოსი, დორადო (მარიო 87), რუისი, ჯოკიჩი, რუკავინა, ბ.სორიანო, ტრიგეირასი, ხ.კოსტა, კემპბელი (მ.გომესი 46), ჯოვანი (ხ.მორენო 72), ვიეტო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, ანხელერი, როსალესი, მ.ტორესი, დარდერი, კამაჩო, ჰორტა (ხუანმი 63), ამრაბატი, კასტილიეხო (დუდა 70), გერა.
მწვრთნელი: ხავი გრასია
გოლები: 1:0;2:0 ხ.მორენო (82;87), 2:1 დარდერი (90).
გაფრთხილებები: ჯოვანი, ვიეტო, რუკავინა – დარდერი
მსაჯი: ველასკო კარბალიო
ვალენსია – სელტა 1:1 (0:1)
ვალენსია, “მესტალია”
ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, მუსტაფი (ნეგრედო 70), ოტამენდი, გაია, ბარაგანი, ფუეგო, გომეში (ე.პერესი 33), პარეხო, პიატი (დე პაული 58), ფეგული, ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, ფონტასი, კაბრალი, მალიო, ხონი, ა.ლოპესი (ს.გომესი 81), კრონ-დელი, პ.ერნანდესი (ბ.ფერნანდესი 66), ნოლიტო, ორელიანა, ლარივეი (ჩარლესი 86).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
გოლები: 0:1 პ.ერნანდესი (8), 1:1 ოტამენდი (71).
გაფრთხილებები: მუსტაფი – კაბრალი, ნოლიტო, კრონ-დელი, ბ.ფერნანდესი, მალიო
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო