ჭადრაკი

22:18 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარუანა ერთპიროვნული ლიდერია

რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში გრძელდება გრანპრის გათამაშების მეოთხე დასკვნითი ეტაპი, რომელშიც მსოფლიოს 12 საუკეთესო მოჭადრაკე მონაწილეობს. დღეს მეოთხე ტურის პარტიები გათამაშდა. ასპარეზობის ერთ-ერთმა ლიდერმა ფაბიანო კარუანამ შავებით მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი დაამარცხა და ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

დანარჩენი პარტიები ყაიმით დასრულდა. მათ შორსი ბაადურ ჯობავას შეხვედრა ტურნირის ერთ-ერთ რეიტინგფავორიტ ალექსანდრ გრიშჩუკთან.

ხვალ ტურნირზე დასვენების დღეა. 19 მაისს, როდესაც მეხუთე ტურის პარტიები გათამაშდება, ჯობავა შავებით ერთპიროვნულ ლიდერ კარუანას შეხვდება.

მეოთხე ტურის ტექნიკური შედეგები

მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) – ფაბიანო კარუანა (იტალია) 0:1

ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) – დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) 0,5-0,5

პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) – სერგეი კარიაკინი (რუსეთი) 0,5-0,5

ლემიერ დომინგეს პერესი (კუბა) – ჰიკამუ ნაკამურა (აშშ) 0,5-0,5

ბორის გელფანდი (რუსეთი) – ანიშ გირი (ჰოლანდია) 0,5-0,5

ბაადურ ჯობავა (საქართველო) – ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) 0,5-0,5

19 მაისი მეხუთე ტური

გრიშჩუკი – გელფანდი

კარუანა – ჯობავა

იაკოვენკო – ვაშიე-ლაგრავი

კარიაკინი – ტომაშევსკი

ნაკამურა – სვიდლერი

გირი – დომინგეს პერესი

მდგომარეობა 4 ტურის შემდეგ

I კარუანა 3 ქულა

II-III დომინგეს პერესი, სვიდლერი 2,5-2,5

IV-VIII გრიშჩუკი, გელფანდი, ნაკამურა, კარიაკინი, ტომაშევსკი 2-2

IX-XII ჯობავა, ვაშიე-ლაგრავი, გირი, იაკოვენკო 1,5-1,5

0.117214