კალათბურთი

21:45 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის ცსკა-მ მე-3 ადგილი დაიკავა

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ევროლიგის “ოთხთა ფინალში” მე-3 ადგილი დაიკავა. მოსკოველები სტამბულის “ფენერბაჰჩეს” დაუპირისპირდნენ და 86:80 დაამარცხეს. საინტერესოა, რომ რუსული გრანდი თამაშის განმავლობაში 27 ქულასაც კი იგებდა, თურქებმა ანგარიშის გათანაბრება შესძლეს, თუმცა, სასწაული ვეღარ მოახდინეს.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 09:46 წუთი გაატარა და 1 ქულა მოაგროვა. მარკოიშვილმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

ცსკა-ს რიგებში საუკეთესონი ფრანგი ნანდო დე კოლო (17 ქულა) და ამერიკელი დემეტრის ნიკოლსი (14 ქულა) იყვნენ, “ფენერბაჰჩეს” ლიდერმა ენდრიუ გუდელოკმა 24 ქულა ჩააგდო, მისმა თანაგუნდელმა ნემანია ბიელიცამ კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 18 ქულა, 10 მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის გადამწყვეტ მატჩში მადრიდის “რეალი” პირეოსის “ოლიმპიაკოსს” გაეჯიბრება.

0.1297