ფეხბურთი

18:02 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს დროგბას შეცვლა ჯეკოთი უნდა

“ჩელსის” მწვრთნელი ჟოზე მოურინიო 37 წლის დიდიე დროგბას შეცვლას “სიტის” 29 წლის ბოსნიელი შემტევით, ედინ ჯეკოთი აპირებს. ინფორმაციას Goal.com ავრცელებს.

წყაროს ცნობით, დროგბა სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონურ კლუბს დატოვებს, მაურინიოს კი დროგბას სტილის ცენტრფორვარდი სჭირდება. პორტუგალიელი ასეთად შემტევად ედინ ჯეკოს ასახელებს.

რამდენიმე დღის წინ “მანჩესტერ სიტიმ” დაასახელა 6 ფეხბურთელი, ვის გაშვებასაც გეგმავს, მათ შორის ჯეკოც აღმოჩნდა. მანჩესტერული კლუბი 29 წლის ბოსნიელს 10 მილიონ გირვანქად აფასებს. მიმდინარე სეზონში ჯეკომ პრემიერლიგაში 22 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112785