ფეხბურთი

16:33 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” ტურეს კონტრაქტს უგრძელებს  

“ლივერპული” კოტ დივუარელ მცველთან, კოლო ტურესთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ინფორმაციას Daily Express-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეები ახალი კონტრაქტის შესახებ უკვე შეთანხმდნენ. ახალი შეთანხმების მიხედვით, 34 წლის ტურე “ლივერპულში” კიდევ ერთი წლით რჩება.

მიმდინარე სეზონში ტურემ პრემიერლიგაში 11 მატჩი ჩაატარა. ის “მერსისაიდელთა” რიგებში 2013 წლიდან ასპარეზობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110965