“მანჩესტერ იუნაიტედი” მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდის, ტომას მიულერის შეძენითაა დაინტერესებული. The Independent-ის ცნობით, ინგლისელები ზაფხულის სატრასფერო პერიოდში მიუნხენელებს ოფიციალური წინადადებით მიმართავენ.
“წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი 25 წლის ფეხბურთელის შესაძლებლობებს კარგად იცნობს, რადგან მასთან ერთად “ბაიერნში” 2009-2011 წლებში მუშაობდა. ვარაუდობენ, რომ მიულერის სატრანსფერო ღირებულება 30-40 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში მიულერმა 13 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.