სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

13:16 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის ზედიზედ მეორე გამარჯვება

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სუპერტურნირზე მიჯრით მეორე გამარჯვება იზეიმა და მდგომარეობა მცირედით გაიუმჯობესა.

დასავლეთის 1-ლი მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა დასავლეთის სეკივაკე მიოგირიუს ცუკიოტოშით სძლია და 5 მარცხის წილ მესამე გამარჯვება იზეიმა. ქართველი სეკიტორის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ამინიშიკი იქნება.

თანამემამულის დარი ბალანსი აქვს გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. მე-8 საშეჯიბრო დღეს, აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ქართველი დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ტაკაიასუსთან იორიკირით დამარცხდა. გაგამარუს შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა იკიოია.

7-7 გამარჯვებით ნაცუ ბაშოს ექვსი მონაწილე ლიდერობს: იოკოძუნები – ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი და რიგითი მაეგაშირები ტაკაიასუ, კიოკოშუჰო, კაისეი და ტერუნოფუჯი.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.675722