ჩოგბურთი

12:59 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას მარცხი ფინალში

ქართველი სოფო შაფათავას და უკრაინელი ანასტასია ვასილიევა წყვილი ტუნისური ლა მარსას 25-ათასიანი ტურნირის ფინალში დრამატულ დაპირისპირებაში დამარცხდა.

მე-2 ნომრად განთესილი ქართულ-უკრაინული დუეტი მე-3 განთესვის მქონე თურქულ წყვილს (ოზგენი-სოილუ) გაეჯიბრა და მართალია, პირველ სეტში იმარჯვა, საბოლოოდ, 6:3, 3:6, 4:10 წააგო.

0.117528