ფეხბურთი

12:55 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი “რეალს” დატოვებს

მადრიდის “რეალის” უელსელმა ნახევარმცველმა გარეტ ბეილმა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდის გამოცვლის სურვილი გამოთქვა.

The Sunday Times-ის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელის აგენტები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებას მის ტრანსფერთან დაკავშირებით და მსურველი კლუბებიც არიან. წყაროს ცნობით, აგენტებმა “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინიო პერესს მისცეს პირობა, რომ შეთანხმების შემდეგ ის ბეილს იმაზე მეტ თანხად გაყიდის, ვიდრე თავად შეიძინა. შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ “სამეფო კლუბმა” “ტოტენჰემს” ბეილის სანაცვლოდ 85 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა.

ბეილით დაინტერესებული კლუბები “ჩელსი” და “მანჩესტერ სიტი” არიან, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, მათ კონკურენცია გაუწიონ წინადადებას, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედი” ამზადებს. “წითელი ეშმაკების” აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა ბეილის ტრანსფერი პრიორიტეტულად ჯერ კიდევ თანამდებობის დაკავების დღიდან, 2013 წლიდან დაასახელა და ისინი მზად არიან მოხსნან სატრანსფერო რეკორდი, რომელიც ანხელ დი მარიას შეძენის შემდეგ დამყარდა: 2014 წელს “იუნაიტედმა” დი მარიაში 59.7 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა “რეალს” – არცერთ ბრიტანულ კლუბს ფეხბურთელში ამდენი არ გადაუხდია.

0.11657