ფეხბურთი

12:42 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” “აიაქსის” შემტევით დაინტერესდა

მიუნხენის “ბაიერნი” “აიაქსის” 20 წლის შემტევის, ანვარ ელ ღაზის გადაბირებას გეგმავს. ელ ღაზის გადაყვანას ასევე “ჩელსი” და მადრიდის “ატლეტიკოც” გეგმავენ.

ელ ღაზიმ “აიაქსის” მაისურით ჰოლანდიის ჩემპიონატში 23 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. 20 წლის ფეხბურთელმა “აიაქსის” საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტულიც დაიმსახურა.

ელ ღაზი წარმოშობით მაროკოელია და 1995 წელს ჰოლანდიაშია დაბადებული. მას უკვე უთამაშია ჰოლანდიის სამ ასაკობრივ ნაკრებში.

0.118708