დასასრულს მიუახლოვდა კალათბურთში „ა“ ლიგის ჩემპიონატი. ბოლოსწინა მე-9 ტურში ასპარეზობის ერთ-ერთმა ლიდერმა „წყალტუბომ“ თსუ-ს უმასპინძლა. შეხვედრამ მასპინძელთა სრული უპირატესობით ჩაიარა - წყალტუბოელებმა 99:68 დაამარცხეს სტუდენტები და ერთპიროვნული ლიდერები გახდნენ.
მართალია, „არენა-76“ ჯერჯერობით მეორე ადგილზე იმყოფება, მაგრამ მას აქვს შანსი „წყალტუბოს“ დაეწიოს, რადგანაც ლიდერზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი თსუ-ს წევრმა ირაკლი ბეშქენაძემ აჩვენა, რომელმაც ყველაზე მეტი 32 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. მასპინძელთა შორის უკრაინელმა ლეგიონერმა ალექსანდრე რიხლიუკმა 21 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა რიხლიუკის თანაგუნდელი გიორგი კუჭავა, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა და 13 პასია.
წყალტუბო - თსუ 99:68
(27:17, 20:15, 28:14, 24:22)
მე-9 ტურის დარჩენილ შეხვედრათა განრიგი
თბილისი, 18 მაისი, კალათბურთის აკადემია
დილა - კაკტუსი 12:00
სეუ-ჰიუნდაი - არენა-76 13:45
| თ | გუნდი | თ | მ/წ. | ბურთები | ქულა |
| 1 | წყალტუბო | 9 | 7 / 2 | 733 / 637 | 16 |
| 2 | არენა-76 | 8 | 6 / 2 | 657 / 587 | 14 |
| 3 | კაკტუსი | 8 | 5 / 3 | 606 / 599 | 13 |
| 4 | თსუ | 9 | 3 / 6 | 698 / 735 | 12 |
| 5 | სეუ-ჰიუნდაი | 8 | 3 / 5 | 620 / 688 | 11 |
| 6 | გორის დილა | 8 | 1 / 7 | 608 / 676 | 9 |







