ფეხბურთი

10:29 | 17.05.2015 | ნანახია 0 - ჯერ

დე ბრუინმა ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამაყარა

ბუნდესლიგის 33-ე ტურში “ვოლფსბურგმა” შინ “დორტმუნდი” 2:1 დაამარცხა, მატჩის პირველ წუთზე კი “ვოლფსბურგის” ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თანაგუნდელ კალუჯირის საგოლე გადაცემა მიაწოდა. ბელგიელს სეზონში 21-ე საგოლე პასი დაუგროვდა, რაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდია.

აქამდე ბუნდესლიგის რეკორდად 2008-09 წლების სეზონში, ზვეზდან მისიმოვიჩის 20 საგოლე გადაცემა ითვლებოდა.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.063532