ფეხბურთი

22:37 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

რომიდან ფლორენციაში და პირიქით

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იტალიური გუნდები "რომა" და "ფიორენტინა" თავდამსხმელების ბარტერს გეგმავენ. რომიდან ფლორენციას მატია დესტრო, ხოლო პირიქით - მარიო გომესი მიაშურებს. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება.

აღსანიშნავია, რომ თავიანთი დღევანდელი მდგომარეობით არცერთი ფორვარდი და კლუბი არაა ბედნიერი. მატია დესტრომ 30 ჩატარებულ მატჩში თავი 8-ჯერ გამოიჩინა (14 მატჩი, 3 გოლი "მილანის" შემადგენლობაში), ხოლო გერმანელმა ფორვარდმა 20 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლის გატანა შეძლო.

0.103978